19 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა ტრენტოს საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა.

ფესტივალის საკონკურსო სექციაშია ვანო არსენიშვილისა და ნინო ორჯონიკიძის ფილმი ,,გვირაბი”. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2019 წელს შედგა ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA). იგი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა.

წელს ტრენტოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფოკუს ქვეყანა საქართველოა. ამასთან დაკავშირებით, ფესტივალის ორგანიზატორები მაყურებელს შესთავაზებენ ქართული ფილმების რეტროსპექტივას სახელწოდებით DESTINATION… GEORGIA.

ტრენტოში წარმოდგენილი იქნება შემდეგი ქართული ფილმები:

,,სანამ მამა დაბრუნდება” – რეჟისორი მარი გულბიანი;
,,მზის ქალაქი” – რეჟისორი რატი ონელი;
,,დედე” – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი;
,,მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე“ – რეჟისორი თომა ჩაგელიშვილი;
,,მგლების ქვეყანაში” – რეჟისორი გრეის მაკენზი;
,,ლეთა” – რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი;
,,დაკარგული სოფელი” – რეჟისორი გიორგი თოდრია;
,,მეკვლე” – რეჟისორი გოდერძი ჩოხელი;
,,ოგასავარა” – რეჟისორი ტატო კოტეტიშვილი;
,,ჩვენი სისხლი ღვინოა” – რეჟისორი ემილი რეილსბექი;
,,მოსავალი” – რეჟისორი მიშო ანთაძე;
,,კოშკი” – რეჟისორი სალომე ჯაში;
,,თეთრი ქარავანი” – რეჟისორები ელდარ შენგელაია და თამაზ მელიავა;
კორონავირუსის პანდემიის გამო, ტრენტოს 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალი აპრილის ნაცვლად 27 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

კინოფესტივალის სრული პროგრამა შეგიძლიათ ნახოთ მოცემულ ბმულზე.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05