ავღანეთში დარჩენილი საქართველოს 16 მოქალაქე ქვეყანაში ბრუნდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ ავღანეთი მშვიდობიანად დატოვეს.
ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებს საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე, ზაზა არაბული, რომელიც წერს, რომ მათ ეს შეძლეს და ქვეყანაში ბრუნდებიან.
შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ ავღანეთში დარჩენილი საქართველოს 16 მოქალაქე ნატო-ს ბაზიდან დღეს გამოფრინდებოდა.