LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბიზნესასოციაციას სოსო ფხაკაძე უხელმძღვანელებს

114
9899

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი ჭირაქაძე თანამდებობას ტოვებს. მის ნაცვლად აღნიშნულ თანამდებობას ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე დაიკავებს, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

“მე უკვე ათი წელია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ვარ და ძირითადი მიზანი ცალსახად მიღწეულია – დღეს ჩვენი ბიზნეს გაერთიანება, თითოეული ჩვენგანის ძალისხმევის, აქტიური ჩართულობის და მონდომების შედეგად, ქვეყანაში გავლენიანი და ანგარიშგასაწევი ინსტიტუტია, რომელსაც პატივს სცემენ ისინიც კი, ვისთვისაც სრულიად უცხოა ბიზნესი და მასთან დაკავშირებული საკითხები.

დღეს, ჩვენი გაერთიანების არსებობის ათი წლის თავზე, როდესაც ასოციაციის წევრთა რაოდენობა (72 წევრი) ისტორიულ მაქსიმუმზეა, როდესაც ასოციაცია არის არაერთი წარმატებული ეკონომიკური თუ სამართლებრივი რეფორმის ინიციატორი და მხარდამჭერი, როდესაც ბიზნესისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან მიმართებაში, ასოციაციის პოზიციით პროაქტიურად ინტერესდება ხელისუფლების ყველა შტო, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, მედიასაშუალება – ალბათ ყველაზე შესაფერისი დროა შედეგები შევაჯამოთ და მე ჩემის მხრივ გადავდგა ის ნაბიჯი, რომელიც დარწმუნებული ვარ მხოლოდ წაადგება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შემდგომ განვითარებას და ხელს შეუწყობს მის შემდგომ წარმატებებს – მე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის პოსტი, თუმცა უწინდებურად აქტიურად გავაგრძელო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერა.

ამასთანავე, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, როგორც მყარ და გამართულ ინსტიტუტს შეეფერება, შენარჩუნდება მემკვიდრეობითობა და ამდენად, ჩემი გადადგომის შემდეგ, ჩვენი წესდების შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, რომელსაც კარგად იცნობენ ბიზნეს წრეებში და რომელიც ჩვენი ასოციაციის შექმნის პირველივე წუთებიდანვე მაქსიმალურად ჩართული იყო ასოციაციის მშენებლობის საქმეში”, – განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

პოპულალურები