LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში 2021 წელს ყველაზე მეტი, 60 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა

296
Untitled design

2021 წლის განმავლობაში საქართველოში გარდაცვალების ოფიციალურმა სტატისტიკამ 59 906 შეადგინა.

ამის შესახებ აღნიშნულია 2021 წლის ძირითად დემოგრაფიულ მაჩვენებლებში, რომელსაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

სტატისტიკის მიხედვით, კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში სიკვდილიანობა მკვეთრად გაიზარდა.

შედარებისთვის, თუ 2019 წელს საქართველოში 46 500 გარდაცვალება აღირიცხა, 2020 წელს ეს რიცხვი 50 500-მდე გაიზარდა, 2021 წელს კი 59 900-ს მიაღწია.

“2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18.5 პროცენტით გაიზარდა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში (17 922 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში
(874 კაცი)”, – აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

მონაცემების მიხედვით, შემცირდა შობადობაც:

გასული წლის განმავლობაში საქართველოში 45 946 ბავშვი დაიბადა, შედეგად ქვეყნის ბუნებრივმა მატებამ, ანუ სხვაობამ დაბადებასა და სიკვდილიანობას შორის მინუს 13 960 შეადგინა. ეს ბუნებრივი მატების სტატისტიკის აღრიცხვის დაწყების, ანუ 1994 წლის შემდეგ ყველაზე მძიმე შედეგია.

რამდენი ადამიანი იბადებოდა და იღუპებოდა წინა წლებში ყოველდღიურად, მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

2018 წელი – დღეში იბადებოდა 140 ადამიანი; იღუპებოდა 127 ადამიანი;
2019 წელი – დღეში იბადებოდა 132 ადამიანი; იღუპებოდა 128 ადამიანი;
2020 წელი – დღეში იბადებოდა 127 ადამიანი; იღუპებოდა 138 ადამიანი;
2021 წელი 12 თვე – დღეში იბადებოდა 126 ადამიანი; იღუპებოდა 164 ადამიანი;

კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ, საქართველოში უშუალოდ კოვიდ-19-ით 16 739 ადამიანი გარდაიცვალა.

 

23 155 ქორწინება, 10 654 განქორწინება – 2021 წლის მონაცემები

 

mazda magti 5g