LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ფინეთთან დამარცხდა

127
wageba

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინეთის გუნდთან დამარცხდა.

მატჩით ნაკრებმა ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულა.

ტურნირის დაწყებამდე ცნობილი იყო, რომ ილიას ზუროსის გაწვრთნილ საქართველოს ევრობასკეტის საგზური მისი მასპინძლობის გამო მოპოვებული ჰქონდა.

მატჩის პირველი ნახევარი ფინელების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა მესამე მეოთხედი ანგარიშით 27-8 მოიგეს.

მაგრამ ბოლო მეოთხედში სტუმრებმა უპირატესობა დაიბრუნეს მატჩი ანგარიშით 70-78 დასრულდა.

დღევანდელი თამაშის შემდეგ გუნდებს შორის შეხვედრის ანგარიში  2-1 გახდა ფინეთის სასარგებლოდ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები