LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს გვერდით არის მთავარი სტრატეგიული მოკავშირე აშშ – ლევან იზორია

111

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც აშშ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება.

განცხადებაში, ასევე, საუბარია სამხედრო მხარდაჭერაზე, რომელსაც აშშ გეგმავს საქართველოს გაუწიოს.

ლევან იზორიას თქმით, აშშ-ს მხარდაჭერის ფარგლებში 9 ბატალიონი გაიწვრთნება და, ასევე, შეერთებული შტატები საქართველოს ტექნიკური აღჭურვილობითაც დაეხმარება.

„გაკეთდა აშკარად მხარდამჭერი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გვერდით არის მთავარი სტრატეგიული მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატები. სწორედ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით არსებული შეთანხმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით, რაც გულისხმობს, პირველ რიგში, მოსკოვის იძულებას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები,“ – განაცხადა ლევან იზორიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები