LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ისტორიაში ახალი ერა იწყება“ – ზვიად ციკოლია ქართული ელექტრომობილების წარმოებაზე წერს

6471
2

ცნობილი ქართველი დიზანიერი ზვიად ციკოლია საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამით ქვეყნის ისტორიაში ახალი ერა იწყება.

„ალბათ უკვე გაიგებდით მედიიდან, რომ გუშინ ქუთაისში იყო AIGROUP-ის პრეზენტაცია და ქუთაისში იწყება ელექტრომობილების წარმოება. მე განსაკუთრებული ემოციები მეუფლება ქართულ პროდუქციაზე და განსაკუთრებით ემოციური ვხდები, როცა ეს ტრანსპორტს ეხება. ასე იყო დიდგორზეც და ლიზის ფრენის დროსაც. მოკლედ, საქართველოს ისტორიაში ახალი ერა იწყება და დარწმუნებული ვარ ამ რთულ გზაზე ჩვენ, მთელი გუნდი და მთლიანად საქართველო დიდ წარმატებებს მივაღწევთ!!!!!“, – წერს ზვიად ციკოლია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

როგორც ცნობილია, პირველი ქართული ელექტრომობილის დიზაინზე სწორედ ციკოლია იმუშავებს.

საქართველოს ავტოპარკი ელექტრომობილებით ჩანაცვლდება

"ქუთაისი იბრუნებს მანქანათმშენებლობის დედაქალაქის სტატუსს".

შეგახსენებთ, გუშინ ინდუსტრიული ჯგუფი „აი გრუფის“ მიერ ქუთაისში, საქართველოს ისტორიაში პირველი ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის თანახმად, ინდუსტრიული ჯგუფი „აი გრუფი“ ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს, რომელიც 100 ჰა ფართობზე განთავსდება. პირველი პროექტი ელექტრომობილების საწარმოა, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, ხოლო საწარმოს წარმადობა იქნება 5000 ელექტრომობილი. პროექტი ხორციელდება მსხვილი ჩინური კორპორაციის „ჩანგანის“ პარტნიორობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები