LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს კარგი ზედამხედველობა აქვს დაწესებული – რას ამბობს “ჯანმოს” წარმომადგენელი “მაიმუნის ყვავილზე”

129
122

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, სილვიო დომენტეს შეფასებით, საქართველოს “მაიმუნის ყვავილის” დაავადებაზე კარგი ზედამხედველობა აქვს დაწესებული.

როგორც სილვიო დომენტემ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ “მაიმუნის ყვავილი” ვრცელდება ისეთ რეგიონებში, სადაც აქამდე დაფიქსირებული არ იყო, ასევე დაავადება გადადის ისეთი გზებით, რაც აქამდე მას არ ახასიათებდა.

” “მაიმუნის ყვავილი” არ არის ახალი დაავადება, მაგრამ მისი მიმდინარეობა საკმაოდ გამონაკლისია და იშვიათი სიმპტომატიკით და გავრცელებით ხასიათდება.” – აცხადებს დომენტე

მისი თქმით ის ვრცელდება ისეთ რეგიონებში სადაც ადრე დაფიქსირებული არ იყო. როგორც დომენტე აცხადებს, “მაიმუნის ყვავილთან” გამკლავება ითხოვს ჰარმონიზებულ ძალისხმევას სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობით.

“მოგეხსენებათ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კომიტეტმა საგანგებო სიტუაციებზე იმსჯელა ამ საკითხზე და წარუდგინა რეკომენდაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, რომლის გადაწყვეტილებითაც გამოცხადდა “მაიმუნის ყვავილი” შეშფოთების გამომწვევ საერთაშორისო საგანგებო სიტუაციად. სრული კონსენსუსი ამ თემაზე არ იყო, თუმცა, იმ გასაუბრებებიდან გამომდინარე, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს ჰქონდა, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან ამის წინაპირობები არსებობს. “მაიმუნის ყვავილი” არ არის ახალი დაავადება, მაგრამ მისი მიმდინარეობა საკმაოდ გამონაკლისია და იშვიათი სიმპტომატიკით და გავრცელებით ხასიათდება. მათ შორის შემდეგს გამოვყოფდი: ის ვრცელდება ისეთ რეგიონებში, სადაც ადრე დაფიქსირებული არ იყო, ასევე ვრცელდება კონკრეტულ ჯგუფებში და გამოვლინდა ასევე შემთხვევები, როცა იგი სქესობრივი კავშირის შედეგადაც გავრცელდა, რაც ადრე დამახასიათებელი არ იყო ამ დაავადებისთვის. ის მრავალ ქვეყანაში გავრცელდა უკვე, რაც ასევე იწვევს შეშფოთებას. “მაიმუნის ყვავილთან” გამკლავება ითხოვს ჰარმონიზებულ ძალისხმევას სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ჯერჯერობით. საქართველოს აქვს კარგი ზედამხედველობის სისტემა და ეს გახლავთ ის, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, რომ გააძლიერონ დაკვირვება ამ დაავადების გავრცელებაზე. გაცემულია რეკომენდაციები სახელმწიფო აქტორებზე, როგორ უნდა ჩატარდეს ზედამხედველობა, როგორ უნდა მოხდეს დაავადების გამოვლენა და აღმოჩენა, შემდეგ კი, როგორ უნდა ირეაგირონ სამედიცინო მუშაკებმა იმისთვის, რომ მოხდეს დაავადების კონტროლის ქვეშ მოქცევა და მისი პროფილაქტიკა გატარდეს. აქ აუცილებელია თანასწორობა ამ ზომების გატარებაში და შემდეგ უკვე მკურნალობისა და პრევენციის საკითხებში. ჩვენ მზად ვართ, გავუწიოთ შემდგომი ინსტრუქციები, ჩავატაროთ სწავლებები იმისთვის, რომ ეს დაავადება კონტროლის ქვეშ მოექცეს”,- განაცხადა სილვიო დომენტემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g