LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქცია ავტომობილებია

148
used-car-transport

2020 წლის იანვართებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 853.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.0 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 526.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (4.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 327.5 მლნ. აშშ დოლარს (6.7 პროცენტით მეტი).

2020 წლის იანვართებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (90.3 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (65.0 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (60.4 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვართებერვალში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.3 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (214.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (138.6 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (135.7 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.9 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (250.6 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (226.0 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (199.0 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 99.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 18.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 89.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 16.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 42.4 მლნ. აშშ დოლარით (8.1 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვართებერვალში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 108.3 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.2 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 105.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები 104.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.9 პროცენტი).

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები