LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს სამ აეროპორტში მგზავრთნაკადი 81%-ით აღდგა – ავიაკომპანიებს შორის ბაზარზე Wizz air ლიდერობს

33
ხალხი აეროპორტში

2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს სამ საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 81%-ით აღდგა. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქვეყნებს. უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში აეროპორტებმა ჯამში 3 694 358 მგზავრი გადაიყვანეს.

რაც შეეხება ცალკეულ აეროპორტებს, 10 თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 505 311 მგზავრს მოემსახურა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენის მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. მოცემულ პერიოდში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 549 961 მგზავრს მოემსახურა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენის მაჩვენებელი 96%-ია.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მიმდინარე წლის 10 თვეში 639 086 მგზავრს მოემსახურა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი [89%] სწორედ ქუთაისს ჰქონდა.

რაც შეეხება საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედ ლიდერ ავიაკომპანიებს, 10 თვეში Wizz air ლიდერობს და მას ბაზრის 13% უჭირავს, მეორე ადგილზე 12%-იანი წილით Turkish Airlines-ია, ხოლო მესამე ადგილს თურქული ბიუჯეტური კომპანია Pegasus იკავებს.