LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიახლე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში – ამიერიდან, აეროპორტამდე და პირიქით, მგზავრთა ავტობუსით გადაყვანას 3 სატრანსპორტო კომპანია უზრუნველყოფს

117
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ავტობუსით გადაყვანის მომსახურებაზე უფლება კიდევ ერთმა სატრანსპორტო კომპანიამ მოიპოვა. ამიერიდან „ჯორჯიან ბასთან“ და „ომნიბუსს ექსპრესთან“ ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე და პირიქით, მგზავრებს „მეტრო ჯორჯიაც“ მოემსახურება

„მეტრო ჯორჯია“ საერთაშორისო ევროპული ჰოლდინგის „Metro“ პარტნიორია საქართველოში. ის, დანარჩენი ორის კომპანიის მსგავსად, მგზავრებს ფრენებზე მორგებულ განრიგს შესთავაზებს და რეისებს თბილისიდან და ბათუმიდან შეასრულებს.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g