LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისთვის 8 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 3 ბავშვი

92
bavshvebi

აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისთვის რვა ადამიანი დააკავეს.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის ხუთი არასრულწლოვანია, მათ შორის 4 და 3 წლის ბავშვები. დაკავებულთაგან ყველაზე უფროსი 20 წლისაა.

როგორც აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური იუწყება, საზღვრის გადაკვეთა მათ 3 ნოემბერს, 00:20 საათზე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტში „სადიქლის“ სამსახურებრივ ტერიტორიაზე სცადეს.

საქმეზე გამოძიება დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g