LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის მოქალაქეები მოგზაურობის დროს, სავიზო რეჟიმისგან თავისუფლდებიან: ზურაბიშვილი

75
Untitled design

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეები, ორივე ქვეყანაში მოგზაურობის დროს, სავიზო რეჟიმისგან თავისუფლდებიან.

შესაბამის ხელშეკრულებას საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტებმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერეს.

მაკედონიაში სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც სალომე ზურაბიშვილმა შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ტურისტული და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრის დროს მან რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და რუსეთის მხრიდან ესკალაციაზე ისაუბრა:

“საქართველოს პირველი პრეზიდენტი ვარ, რომელიც ესტუმრა სკოპიეს და ეს ჩემთვის დიდი პატივია. ჩვენი ქვეყნების დიპლომატიური ურთიერთობები მხოლოდ 2 წელიწადს ითვლის, თუმცა, ამ მოკლე დროში ვნახეთ, რომ არსებობს ურთიერთობის გაღრმავების და განმტკიცების საჭიროება.

ბატონ პრეზიდენტთან საუბარი გვქონდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ოკუპაციაზე, ბორდერიზაციის პროცესზე, გატაცებებზე, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებაზე. ასევე ვისაუბრეთ ესკალაციასა და დაძაბულობაზე. განვიხილეთ რეგიონსა და უკრაინაში არსებული სიტუაცია, ასევე რუსეთის მიერ შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში მილიტარიზაციის პროცესი. აღნიშნულ ესკალაციაზე რეაგირების ერთადერთი გზა არსებობს. 14 ივნისს ნატო-ს სამიტის გზავნილები უნდა იყოს მკაფიო, ეს იქნება მნიშვნელოვანი უკრაინისთვისა და საქართველოსთვისაც. ესკალაციაზე ერთადერი პასუხი არაკონფრონტაციული ნაბიჯები უნდა იყოს. ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება.” – თქვა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან შესთავაზა ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტს, გააერთიანონ სახელმწიფოები, რათა მოახდინონ ხედვების კონსოლიდაცია გლობალური გამოწვევების წინაშე:

“ბატონ პრეზიდენტს შევთავაზე, გავაერთიანოთ ჩვენი პატარა სახელმწიფოები, რათა მოვახდიოთ ჩვენი ხედვების კონსოლიდაცია გლობალური გამოწვევების წინაშე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, გარემოს დაცვა. პატარა სახელმწიფოებმა უნდა გააერთიანონ ძალისხმევა, რათა მსოფლიომ მათი ხმის გაგება შეძლოს. ვისაუბრეთ საკითხებზე, რომელიც ორივე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია და გააღრმავებს ჩვენს ურთიერთობებს, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, ყალბი ახალი ამბების პრობლემა.” – თქვა მან.

პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ მაკედონიაში 11 მაისს დასრულდება.

პოპულალურები