2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული ამჟამად ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული. როგორც კლინიკის დირექტორი კახა იშხნელი აცხადებს, მისი მდომარეობა დამაკმაყოფილებელია. COVID-19-ის დადასტურებამდე ბავშვი ოჯახთან ერთად იზოლაციაში იმყოფებოდა.

“ცნობილი კლასტერის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. არის 2 წლის ბავშვთან დაფიქსირებული. ოჯახი იყო გასული თვითიზოლაციაში და ერთ-ერთი კვლევის დროს დადასტურდა ამ ბავშვთან კორონავირუსი.მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კლინიკური გამოხატულება არ არის, მისი ოჯახის წევრებიც მკურნალობენ, თვითონ მშობლები არ არიან დაინფიცირებული, დედას უწევს ყოფნა ბავშვთან ერთად,” – განაცხადა აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორმა კახა იშხნელმა.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 79-მდე გაიზარდა

 

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05