საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, ინფიცირებულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ამავე გვერდის მიხედვით, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4 346 ადამიანი იმყოფება, ხოლო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ – 247 მოქალაქეა.
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.
დღეის მდგომარეობით გამოჯანმრთელებულია 10 პაციენტი, რომლებიც თვითიზოლაციის და ეპიდემიოლოგების მეთვალყურეობის რეკომენდაციით გაეწერნენ კლინიკიდან.