LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოდირის წინა რეკომენდაციების მიუხედავად, საარჩევნო კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხარვეზები: ეუთო/ოდირი რეკომენდაციებს აქვეყნებს

70
არჩევნები111-800x445

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში არჩევნებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.

ანგარიშში წერია, რომ ეუთო/ODIHR-ის წინა რეკომენდაციებისა და იმის მიუხედავად, რომ საქართველოში არსებული საარჩევნო სამართლებრივი ჩარჩო დემოკრატიული არჩევნების გამართვის საფუძველს იძლევა, საარჩევნო კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხარვეზები და ორაზროვნება, რასაც, ზოგიერთ შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციის, სასამართლოებისა და სხვა შესაბამისი აქტორების მხრიდან კანონის არასათანადო გამოყენება მოჰყვა.

დოკუმენტის თანახმად, ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის შედეგად მიღებული ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და ევროპის საბჭოს მიერ მანამდე გაცემული რეკომენდაციები ნაწილობრივ შესრულდა, თუმცა, ზოგიერთი რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელია, მათ შორის კამპანიის წარმოებასთან, არჩევნების ადმინისტრირებასთან, კამპანიის დაფინანსებასთან, მედიასთან, გასაჩივრების პროცესთან დაკავშირებით, ასევე ყველა დონეზე შედეგების ხელახლა დათვლისა და ანულირების შესახებ ნორმატიულ ხარვეზთან დაკავშირებით.

„მართალია, ბევრი დაინტერესებული მხარე მიესალმა ცვლილებებს, თუმცა გამოითქვა შეშფოთება საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო კამპანიისა და წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების, საარჩევნო დღის პროცედურების მიმართულებით კანონმდებლობის ეფექტურ განხორციელებასთან დაკავშირებით,”- ნათქვამია დოკუმენტში.

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნები სამი დონის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობით იმართებოდა და საარჩევნო ადმინისტრაციამ კანონით დადგენილი ვადები დააკმაყოფილა და ზოგადად ეფექტიანად მართავდა არჩევნების ტექნიკურ ასპექტებს კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში.

ანგარიშში არჩევნების დღესთან დაკავშირებითაც არის მოყვანილი რეკომენდაციები,  კერძოდ:

„საარჩევნო უბნებზე მოწესრიგებული უნდა იყოს ვიდეოკამერების გამოყენება, რათა თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი დაშინების ეფექტი და ამომრჩეველზე კონტროლის რისკი ან გავლენის მოხდენა. იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამომრჩეველს შეეძლება თავისი ხმის მიცემა ზეწოლისა და ზედმეტი გავლენის გარეშე, საარჩევნო უბნების გარშემო კანონიერად დადგენილი პერიმეტრი თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი აგიტაციისგან და მონაწილის წარმომადგენლებისგან.

მოქალაქეებზე დაკვირვების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად, პოლიტიკურმა პარტიებმა, კანდიდატებმა და მოქალაქეთა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა პატივი უნდა სცენ პარტიულ და არაპარტიულ დაკვირვებას.

საარჩევნო ადმინისტრაციას შეუძლია, განიხილოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სარეზერვო ფონდის შექმნა თითოეულ ოლქში, რათა უზრუნველყოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შეუფერხებლად შეცვლა და ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურების პროფესიონალური ჩატარება“, – აღნიშნულია ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g