ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში “კოვიდ 19”-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 20-ით გაიზარდა.
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე “stopcov.ge”-ზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების 879 შემთხვევა გამოვლინდა.
მთლიანოაში გამოჯანმრთელდა 724 ადამიანი, ხოლო ინფიცირების 14 შემთხვევა ფატალურად დასრულდა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 2710, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 267 ადამიანი იმყოფება.
რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა კვლავ სამია.