LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ბუნებრივი აირისგან მიღებული ზეთის ყიდვა უკვე შესაძლებელია

119

BMW-სა და  Shell-ს შორის  პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. როგორც ”ფორტუნას” Shell-ის საცხებ-საპოხი მასალების მაკროდისტრიბუტორმა საქართველოში, კომპანია TDC-მ აცნობა, სპეციალურად BMW-ისთვის ზეთებს ახლა უკვე Shell-ი ამზადებს.

”BMW-ს მანქანებში ქარხნულად Shell-ის მიერ წარმოებული ზეთი ისხმება.  ასეთი უპირატესობა კომპანია Shell-მა PURE PLUS ტექნოლოგიის წყალობით მოიპოვა. ესაა ზეთის ბუნებრივი აირის და არა ნავთობის გადამუშავების გზით მიღების სრულიად ინოვაციული მეთოდი,  რომელიც ძრავს ქარხნულ სიმძლავრესა და სისუფთავეს  უნარჩუნებს და უზრუნველყოფს საწვავის მოხმარების მნიშვნელოვან ეკონომიას.  კვლევაში ჩადებული 18 მილიარდიანი ინვესტიციით, 42 წლის განმავლობაში 100-ზე მეტი მეცნიერი მუშაობდა გაზის გათხევადების ტექნოლოგიაზე-GTL(GAS TO LIQUIDS). მიზანი მიღწეულია. დღეს Shell-ი მსოფლიოში ერთადერთ კომპანია, რომელიც ბუნებრივი აირისგან მიღებულ ზეთს აწარმოებს და მისი ყიდვა უკვე საქართველოშიცაა შესაძლებელი”, – განაცხადეს კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, TDC  2010 წლიდან ახორციელებს  Shell-ის საცხებ-საპოხი მასალების დისტრიბუციას  საქართველოსა და სომხეთში. ”110 წლიან ბრენდთან  მჭიდრო თანამშრომლობით ტრანსკავკასიული სადისტრიბუციო კომპანია მუდმივად ვითარდება. TDC-ს სერვის ცენტრისა და გაყიდვების ყველა თანამშრომელი პერიოდულად ესწრება  Shell-ის ტექნიკური მენეჯერების ტრენინგებს,  იღებენ საერთაშორისო ცოდნასა და გამოცდილებას, რათა მანქანის ტენიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, სწორად შეარჩიონ ზეთი. TDC-ში მოსული მომხმარებელი დარწმუნდება ჩვენს პროფესიონალიზმში და შეძლებს უმაღლესი ხარისხის ზეთის  შეცვლას უფასოდ” – განმარტეს ტრანსკავკასიულ სადისტრიბუციო კომპანიაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები