LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში „ჰოლივუდის” ფილმების გადაღება განახლდება

157
forsaji9

საქართველოში „ჰოლივუდის” ფილმების გადაღება განახლდება – საკითხზე „პალიტრანიუსის“ ეთერში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ისაუბრა და თქვა, რომ 1 კვირაში ის აშშ-ში მიემგზავრება.

„პოზიტიურს გეტყვით იმას, რომ ერთ კვირაში მივემგზავრებით „ჰოლივუდში“, ვაახლებთ ურთიერთობას და არის მოლაპარაკებები კონკრეტულ ფილმებზე. გაყინულია რამდენიმე ძალიან დიდი პროექტი, რომელზეც გადაწყვეტილება მისული იყო ბოლომდე, თუმცა, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო გაჩერდა. ფილმს ვერ ვიტყვით, მაგრამ ჰოლივუდური ფილმებია, ბლოკბასტერები“, – აღნიშნა ხიდურელმა.

მისივე განმარტებით, ეს პროექტი უკვე შედგენილია, საქართველოში ჩამოსულები არიან, ნანახი აქვთ ქუჩები, ლოკაციები. „მთავრობასთან მოლაპარაკებები განხორციელდა, უკვე ხელშეკრულების გაფორმება იყო დარჩენილი, სამწუხაროდ, ზუსტად ამ დროს დაემთხვა ომი. თუმცა, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვართ, რომ როგორც კი რეგიონში სიტუაცია დაწყნარდება, ეს აუცილებლად მოხდება“,- დასძინა „პალიტრანიუსის“ ეთერში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები