სურამის ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავება იწყება – დღეს შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა.

დოკუმეტს ხელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა და ორგანიზაცია „ურბანიკას“ წარმომადგენელმა ირაკლი მურღულიამ მოაწერეს.

კონკურსის საფუძველზე გამარჯვებული კომპანია შეიმუშავებს სურამის გენერალური გეგმისა და ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის პროექტებს, რაც სურამის ეფექტიანად განვითარებას უზრუნველყოფს. „ურბანიკა“ ასევე მოამზადებს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.

ქალაქთმშენებლობით გეგმებზე მუშაობა მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება.

მსგავსი თემები