საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1621 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ რვა პაციენტი-განკურნებულთა რაოდენობა სულ 1302-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 144 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 292.