საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს უკვე მეორე დადასტურებული ფაქტია ბოლო ორი დღის განმავლობაში. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გამყრელიძის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ იტალიიდან ჩამოვიდა, ქუთაისის აეროპორტში ჩაუტარდა შესაბამისი პროცედურა, თუმცა მას იმ დროისათვის არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, პაციენტმა შემდგომ თავად მიმართა საავადმყოფოს.
გუშინ, გვიან ღამით მოხდა პაციენტის ლაბორატორიული გამოკვლევა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დღეს დილამდე მიმდინარეობდა ტესტის გადამოწმება და მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი საბოლოო პასუხი.
ამ დროისათვის მიმდინარეობს კონტაქტების ძიების პროცედურა და დგინდება თუ ვისთან ქონდა პაციენტს ურთიერთობა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ.
ინფიცირებული ქუთაისის საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული.
https://www.facebook.com/rustavi2/videos/2903561926365747/?v=2903561926365747