საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში მათმა რიცხვა 652-ს მიაღწია.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 10-ით გაიზარდა და მთლიანობაში “კოვიდ 19” უკვე 383-მა ადამიანმა დაამარცხა. გარდაიცვალა 11 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 4246, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 394 ადამიანი იმყოფება.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კვლავ სამია.