LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა

85
624202013012-0g830n4yyt-is-200601-covid-test-positive-800x450

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 951-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2 ადამიანი და მთლიანობაში ქვეყანაში ვირუსი 830-მა ადამიანმა დაამარცხა. ვირუსით ინფიცირების 15 შემთხვევა ფატალურად დასრულდა.

ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 3828, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 192 ადამიანი იმყოფება.

რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა კვლავ სამია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები