LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოში მორიგი კოვიდაფეთქება ივნის-ივლისშია მოსალოდნელი… მზად ვართ?“ – რას წერს გიორგი ფხაკაძე

525
გიორგი-ფხაკაძე-1

საქართველოში მორიგი კოვიდაფეთქება ივნის-ივლისშია მოსალოდნელი – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ფხაკაძე აღნიშნავს, საქართველო აცრის მაჩვენებლით, აფრიკის დონეზეა.

„არ დაბოლდე.

მსოფლიოში დღეისათვის მოსახლეობის 67.1% აცრილია კოვიდვაქცინით ანუ 5 მილიარდზე მეტი ადამიანი აიცრა. როცა ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველო აფრიკის დონემდე არის დასული, აგერ, ბატონო თავად ნახეთ რუკა და პასუხსაც დაინახავთ… აღარ ვიძახი ხარისხიან/ეფექტურ ვაქცინებზე. იმიტომაც ზუსტად საქართველოში მორიგი კოვიდაფეთქება ივნის-ივლისშია მოსალოდნელი… მზად ვართ ? არა. ამათ ხომ თქვეს, რომ კოვიდი საქართველოში აღარ არის, გილოცავთ. თვითონაც დაბოლილები არიან და ხალხსაც აბოლებენ…“, – წერს ფხაკაძე და ვაქცინაციის მოცვის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g