LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული საწვავი 65 თეთრიანი ფასნამატით იყიდებოდა – რა აჩვენა კვლევამ

127
big_926132dff2e81ff541d4f9dc6bbac420istock-823300534-e1533269666842

საავტომობილო საწვავის ბაზრის მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2022 წლის იანვარი-აპრილის შუალედურ მიმოხილვას აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, 2022 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში, ქვეყანაში 22 ეკონომიკური აგენტის მიერ განხორციელდა 385 678 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი. საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუმინეთიდან – 31.2%, რომელსაც მოჰყვება ბულგარეთი – 24.1% და რუსეთი – 17.8%.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიმოხილვის მიხედვით,  რუსეთიდან იმპორტირებული რეგულარის მარკის საწვავი, აპრილში, ბენზინგასამართ სადგურებზე 65 თეთრიანი ფასნამატით იყიდებოდა, მარტში კი ფასნამატი 59 თეთრი იყო. იმავე პერიოდში ბულგარეთიდან იმპორტირებულ საწვავზე ფასნამატი 16 თეთრი, ხოლო რუმინეთიდან იმპორტირებულზე – 20 თეთრი იყო.

ქვეყანაში იმპორტირებული საწვავის 55% ევროპულია, 45%-ის იმპორტი კი ხორციელდება რუსეთის ფედერაციიდან, აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან.

კონკურენციის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებულ საწვავთან შედარებით, რუსეთიდან იმპორტირებული საწვავი მნიშვნელოვნად დაბალი თვითღირებულებით გამოირჩევა. ამის მიუხედავად, მსხვილი კომპანიების შემთხვევაში, საცალო ფასი განსაზღვრულია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებული საწვავის იდენტურ ნიშნულზე. თვითღირებულებაში სხვაობა შეადგენს საშუალოდ 30-60 თეთრს, 1 ლიტრი რეგულარის მარკის საწვავზე.

ამასთან, ამავე ანგარიშიდან ირკვევა, რომ რუმინეთიდან საწვავი ერთ იმპორტიორს შემოაქვს, რომელიც საკუთარ ქსელში ძირითადად ყიდის მაღალი თვითღირებულების საწვავს, ხოლო დაბალი თვითღირებულების საწვავის სხვა კომპანიებზე გადაყიდვას ახდენს.

იხილეთ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ანგარიში სრულად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები