LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა ისევ გაიზარდა

44
საარსებო-მინიმუმი

2021 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 202.8 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2021 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 201 ლარი იყო. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, აპრილში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 3,2 ლარით არის გაზრდილი. შარშან, აპრილში საარსებო მინიმუმი 199.6 ლარს შეადგენდა.

საქსტატის ცნობითვე, აპრილში მარტთან შედარებით 1,5 ლარით მოიმატა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმაც და 178.1 ლარის ნაცვლად 179.6 ლარი გახდა.

შეგახსენებთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები