LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საავტომობილო პროდუქციის პირველი ონლაინ მაღაზია გაიხსნა

118
81706298-10157717322549089-8662280983933878272-o

პირველი ონლაინ მაღაზია საავტომობილო პროდუქციის მიმართულებით -„თეგეტა მოტორსმა“ მორიგი ინოვაციური პროექტი წარმოადგინა, ეს არის -საქართველოში პირველი ელექტრონული კომერციის პლატფორმა საავტომობილო სფეროში shop.tegetamotors.ge, რომელიც წარმოადგენს საავტომობილო პროდუქტებისა და აქსესუარების ონლაინ მაღაზიას.

„გავრცელებული სტერეოტიპების მიუხედავად, საავტომობილო სფეროშიც შესაძლებელია უამრავი სიახლის შეტანა, აქედან გამომდინარე „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისთვის მუდმივად ნერგავს სხვადასხვა სიახლეებს.

„თეგეტას“ ონლაინ მაღაზიის მეშვეობით მომხმარებელს შეეძლება კომპანიის მაღაზიათა ქსელში არსებული პროდუქციის სრული ასორტიმენტი შეიძინოს ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად shop.tegetamotors.ge -ზე და მიიღოს შენაძენი სახლში, ან გაიტანოს კომპანიის ცენტრალური ფილიალიდან“, – აცხადებენ „თეგეტაში“.

მათივე ინფორმაციით, პროდუქციის მიწოდება ხორციელდება, ამ ეტაპზე, თბილისის მასშტაბით. შენაძენის გატანა ხდება ცენტრალური ფილიალიდან, შესყიდვის განხორციელებიდან მეორე სამუშაო დღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები