LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძინე ავტომობილის სასურველი ზეთი „თეგეტა მოტორსში“

562
თეგეტა

ავტომობილის ზეთის, სხვა სითხეების შეცვლა, პერიოდული შემოწმება მისი გამართული მუშაობის რუტინული, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილია. ყველა ავტომფლობელისთვის აუცილებელია, ყურადღება მიაქციოს ყველა აგრეგატის ზეთის, გაგრილებისა და სამუხრუჭე სითხის, პლასტიკური საცხის (ტაოტის) რეგულარულ შემოწმებას ან, საჭიროებისამებრ, შეცვლას. ყველა ტიპის აგრეგატს თავისი დანიშნულება აქვს. მაგალითად: ძრავის ზეთი ავტომობილის შეუფერხებლად მუშაობაზეა პასუხისმგებელი. ის იცავს ძრავის დეტალებს კოროზიისგან, უზრუნველყოფს ზედაპირიდან ნამწვის ჩამორეცხვასა და ავტომობილის ნაწილების ცვეთისგან დაცვას.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მუდმივი სითხე არ არსებობს და ყველა მათგანს აქვს გარკვეული საექსპლუატაციო რესურსი, რომელიც ამოწურვადია გარბენის ან დროის შესაბამისად. ზეთის შეცვლა აუცილებელია რესურსის ამოწურვამდე, რათა არ მოხდეს მასში არსებული მნიშვნელოვანი მისართების (მაგალითად, ხახუნისა და ცვეთის საწინააღმდეგო, ანტიკოროზიული, ანტიოქსიდანტური, პოლიმერული, მრეცხავი, აღმდგენი და მაჰერმეტიზებელი) ე.წ. გახარჯვა და დაუცველობით აგრეგატის დაზიანება.

ავტომწარმოებლების, აგრეგატების, ზეთების/სითხეების ხარისხის შესაბამისად, აგრეგატებში შეცვლის რესურსი განსხვავდება. უმეტესობის შემთხვევაში მითითებული დიაპაზონებია:

  1. მინერალური ძრავის ზეთი და ზეთის ფილტრი: 4000-6000 კილომეტრი ან წელიწადში ერთხელ (მიუხედავად გარბენისა, იცვლება ზეთი და ზეთის ფილტრი);
  2. ნახევარსინთეტიკური ძრავის ზეთი და ზეთის ფილტრი: 6000-8000 კილომეტრი ან წელიწადში ერთხელ (მიუხედავად გარბენისა, იცვლება ზეთი და ზეთის ფილტრი);
  3. სინთეტიკური ძრავის ზეთი და ზეთის ფილტრი: 8000-15000 კილომეტრი ან წელიწადში ერთხელ (მიუხედავად გარბენისა, იცვლება ზეთი და ზეთის ფილტრი);
  4. ავტომატური გადაცემათა კოლოფი: 30000-80000 კილომეტრი. ინტერვალი დამოკიდებულია კოლოფის ტიპზე (4-AT; 5-AT; 6-AT; 7-AT; 8-AT; 9-AT; 10-AT; CVT; DCT/DSG; MMT), ზეთის შეცვლა გადაცემათა კოლოფში დამოკიდებულია კოლოფის ზეთის ტიპსა და ზეთის შეცვლის მეთოდიკაზე;
  5. მექანიკური კოლოფი, გამანაწილებელი კოლოფი, ხიდები: 40000-70000 კილომეტრი. ინტერვალი დამოკიდებულია აგრეგატსა და მათში განსაზღვრულ ზეთის ტიპზე;
  6. საჭის ჰიდროგამაძლიერებლის ზეთი: 30000-50000 კილომეტრი. ინტერვალი დამოკიდებულია აგრეგატში განსაზღვრულ ზეთის ტიპზე.

შენი ავტომობილისთვის საუკეთესო ძრავის ზეთი „თეგეტა მოტორსში“ შეგიძლია შეარჩიო. აქ წარმოდგენილია საცხებ-საპოხი მასალების მსოფლიოში აღიარებული ბუმბერაზი მწარმოებელი კომპანიებისა და ბრენდების პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი, საავტომობილო სითხეებისა და პლასტიკური საცხების სრული სპექტრი. „თეგეტა მოტორსში“ წარმოდგენილი ბრენდების მოკლე ჩამონათვალია: MOBIL, SHELL, PETRONAS, FUCHS, MOTUL, CHAMPION, FEBI, KUTTENKEULER, ავტომწარმოებლების ორიგინალი ზეთები და სხვა.

განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

MOTUL – ამერიკული წარმოშობის ფრანგული ბრენდია, რომელიც 1853 წლიდან აქტიურად აწარმოებს ზეთებსა და საპოხ საშუალებებს სხვადასხვა ტრანსპორტისათვის. ბრენდი 165 წლის განმავლობაში ინოვაციური მიდგომებით, პროდუქციის უმაღლესი ხარისხით, კონკურენტული უპირატესობით გამოირჩევა. პრემიუმ კლასის, მაღალტექნოლოგიური ძრავის ზეთი, რომელსაც ხშირად იყენებენ ავტოსპორტში.

Petronas – მალაიზიური ბრენდი ზეთებისა და საპოხი მასალების მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელია და ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიო ბაზარზე. PETRONAS-ის პროდუქცია მსოფლიოს 80 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, მათ შორის საქართველოშიც.  ბრენდის პროფესიონალურად შემუშავებული საავტომობილო ზეთი იცავს ძრავის ნაწილებს მაღალი ტემპერატურის გავლენისგან, ასევე უზრუნველყოფს მოწყობილობის გამართულად ფუნქციონირებას. პროდუქტი განსაკუთრებული თერმული სტაბილურობით გამოირჩევა.

Mobil – ამერიკული ბრენდია, რომელიც 1911 წლიდან აწარმოებს ზეთებსა და საპოხ მასალებს. ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქტები შექმნილია მრავალფეროვანი ტრანსპორტისათვის, მათ შორის, სატვირთოსა და მოტოციკლეტისათვის.

თუ მაღაზიაში სტუმრობის დრო ფიზიკურად არ გაქვს, მანქანის ზეთები თეგეტას ონლაინ შოპში შეგიძლია დაათვალიერო. ონლაინ მაღაზია უდიდეს ასორტიმენტს აერთიანებს, რომელიც სასურველი პროდუქტის შერჩევის პროცესს კიდევ უფრო გაგიმარტივებს.

ეწვიე საიტს ან დარეკეთ ნომერზე: 322 26 44 44

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები