Toyota-მ და Nissan-მა აშშ-ში საკუთარი დილერები ძრავის ზეთების შესაძლო დეფიციტისა და ფასების ზრდის შესახებ გააფრთხილეს.
მედიის ინფორმაციით, პრობლემები ირანში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტს უკავშირდება, რომელმაც ნავთობის ბაზარზე მიწოდების შეფერხება და ფასების ზრდა გამოიწვია.
როგორც გამოცემა The Drive წერს, Nissan-მა დილერებს აცნობა, რომ ზეთებისა და საპოხი მასალების მიწოდება მოთხოვნილი მოცულობის 55%-მდე შემცირდება. კომპანიამ სერვისცენტრებს ურჩია, საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული მომწოდებლები მოძებნონ.

მიწოდების შემცირების შესახებ განცხადება გააკეთა ავტონაწილების მსხვილმა ამერიკულმა ქსელმა AutoZone-მაც. კომპანიის შეფასებით, პროდუქციის მოცულობა დაახლოებით 40%-ით შემცირდება.
ამასთან, ბრენდებმა Mobil-მა და Shell-მა მაღაზიები, მათ შორის Costco და Walmart, შესაძლო შეფერხებების შესახებ უკვე გააფრთხილეს.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად გაიზრდება ძრავის ზეთების ფასები, თუმცა ბაზარზე დეფიციტის მოლოდინი უკვე არსებობს.
