LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოსვლას, დიდი ხანია ვგეგმავდით, თუმცა კადრები, რომელიც ვნახეთ გვაშინებს და ამ ეტაპზე ჯავშანს ვაუქმებთო – რას წერს გარდენია  შევარდნაძე

149
BeFunky-collage (10)

გარდენია შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ტურისტები საქართველოში ჯავშნებს აუქმებენ. მისი თქმით, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა უცხოელი დამსვენებლები შეაშინა.

“გაწბილებული ვარ. არც ბოლოთქმას გავუკეთებ, არც თავში ვიტყვი რამეს, უბრალოდ პატარა ამბავს დავწერ.

პლეხანოვზე, ძველ თბილისურ ეზოში, ერთი თხუთმეტ კვადრატულ მეტრიანი ოთახი მაქვს, ლამაზად მოწყობილი, ტურისტებზე ვაქირავებ. გაგანია პანდემიისას ადამიანი რომ არ ჭაჭანებდა მაშინაც კი გაქირავებული იყო.

ბევრი მადლიერი და მადლობელი სტუმარი მყოლია ამ წლების მანძილზე. წლევანდელი ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ახალ წლამდე დაჯავშნილია სულ. გუშინ და გუშინწინ ოთხი ჯავშანი გაუქმდა. ახალგაზრდა ოჯახმა ავსტრიიდან, ზალცბურგიდან რომლებმაც 11 მაისს დაგვიკვეთეს ოთახი მოკლე წერილი გამოგვიგზავნეს, სამი ბოდიშით. დიასახლისს, რომელთანაც ჰქონდათ ურთიერთობა, წერენ:

“ქეთევან, საქართელოში სამოგზაუროდ ჩამოსვლას, დიდი ხანია ვგეგმავდით, ძალიან გვიხაროდა და ვემზადებოდით. კადრები, რომელიც ვნახეთ გვაშინებს და ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ თავი შევიკავოთ. ბოდიში, ბოდიში, ბოდიში.”

დანარჩენმა სამმა სტუმარმა ბოდიშიც არ მოიხადა, უბრალოდ გააუქმა ჯავშანი. წერტილი…”,-წერს გარდენია შევარდნაძე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები