LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საწვავის ყოველი მესამე სინჯი სტანდარტებთან შეუსაბამოა

92
196837057-https---news.ge-wp0content-uploads-2018-07-petrol0cr0721x405

2020 წელს ავტოგასამართი სადგურებიდან აღებული ყოველი მესამე სინჯი შეუსაბამო აღმოჩნდა ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილ საწვავის ხარისხობრივ სტანდარტებთან – ამის გამო საქართველოს ბიზნეს ასოციაციაა ითხოვს, რომ ხარისხის კონტროლი სხვა განზომილებაში გადავიდეს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი შავლეგ მიშველაძე აცხადებს, რომ უხარისხო საწვავის თითოეული წვეთი პირდაპირპროპორციულ კავშირშია ქვეყნის ეკოსისტემისა და მომავალი თაობების ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებასთან.

ასოციაცია ითხოვს, რომ ნავთობპროდუქტები დაექვემდებაროს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუდმივ მონიტორინგს.

“უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საწვავის ხარისხი რჩება მნიშვნელოვან პრობლემად მთელი ქვეყნისა და მისი თითოეული მოქალაქისათვის. წლების მანძილზე საწვავის ხარისხის მონიტორინგის არასრულფასოვანი სისტემა ვერ უმკლავდებოდა ბაზრის არაკეთილსინდისიერი მოთამაშეების „მოჭარბებულ“ ძალისხმევას – საქართველო ექციათ უხარისხო საწვავის რეალიზაციის შესაძლო ადგილად.

ვფიქრობთ, საკითხი აქტუალურია ნებისმიერი ადამიანისათვის – უხარისხო საწვავის თითოეული წვეთი პირდაპირპროპორციულ კავშირშია ქვეყნის ეკოსისტემისა და მომავალი თაობების ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებასთან. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტივობამ ყველას დაანახა პრობლემის მასშტაბი და სიღრმე: 2020 წელს ავტოგასამართი სადგურებიდან აღებული ყოველი მესამე სინჯი შეუსაბამო აღმოჩნდა ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილ საწვავის ხარისხობრივ სტანდარტებთან. ანუ, ვიღებთ რეალობას, როდესაც თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობა ზიანდება რიგი კომპანიების კანონდარღვევების გზით მოღვაწეობის ხარჯზე, რაც, მიგვაჩნია, რომ სრულიად მიუღებელი უნდა იყოს ნებისმიერი ნორმალური ქვეყნისათვის.

უკიდურესად აუცილებელია, რომ იმპორტირებული თუ ადგილობრივი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების მიერ ნაწარმოები ნავთობპროდუქტები დაექვემდებაროს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუდმივ მონიტორინგს.   ფაქტია, რომ საწვავის ხარისხის კონტროლის არსებული სისტემა საჭიროებს ძირეულ ცვლილებებს და თვისობრივად სხვა განზომილებაში გადაყვანას, ხოლო საკანონმდებლო ბაზა საწვავის ბაზრის ნებისმიერი ოპერატორის მიერ ამ სახის კანონდარღვევებისათვის უმკაცრესი რეგულაციების დაწესებას.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია  კვლავაც გააგრძელებს სიტუაციის ანალიზს, მონიტორინგს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, მაქსიმალურად შეეცდება საწვავის ხარისხის კუთხით  დღეისათვის არსებული პრობლემების ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგებას.

აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ მივესალმებით უკანასკნელ პერიოდში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უხარისხო საწვავის მიმოქცევის აღმოფხვრის კუთხით გადადგმულ კონკრეტულ და ქმედით ნაბიჯებს. ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების გზაზე ყველას გვმართებს თანაბარი პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობას არცერთი ჩვენთაგანი არ უნდა გავექცეთ,” – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები