საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე რეფორმები წარმატებულად შეაფასა და აღნიშნული წარმატებების მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის კენჭისყრა დაასახელა. ამის შესახებ პრემიერმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მტკიცე სიგნალი პუტინს – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოსთან დაკავშირებული ორპარტიული აქტი მიიღო
გიორგი გახარიას განმარტებით აქტში რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტია მითითებული, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა; ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობა; ადამიანის უფლებების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ა.შ. ასევე მან ხაზი გაუსვა ეკონომიკური კომპონენტის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ აღნიშნული კომპონენტი შესაძლოა ორმხრივი სავაჭრო რეჟიმის ამოქმედების საფუძველი გახდეს.
აზიისა და ევროპის უმოკლესი გზით დასაკავშირებლად საქართველო ჩართულია სხვადასხვა ინიციატივებში
პრემიერი - „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ქართველებს დაგვეხმარება უფრო კარგად შევასრულოთ ჩვენი მისია
პრემიერმა მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში აბრეშუმის გზის ფორუმის დასრულებაზეც ისაუბრა. გახარიას თქმით, ფორუმში 2 000-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა და 300-ზე მეტი ბიზნესშეხვედრა და მოლაპარაკებები გაიმართა, რაც ეკონომიკური კონტექსტის გაძლიერების მაგალითია. მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი არის ეკონომიკის სწრაფი ზრდა და ამ მიმართულებით ისინი ითანამშრომლებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებულ შესაბამის უწყებებთან.