LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოთი დაინტერესებული აშშ და ახლო აღმოსავლეთი – Gamarjoba ვითარდება

94

10 ათასზე მეტი ჩამომწერი ამ დროისთვის და საქართველოთი დაინტერესებული ახლო აღმოსავლეთი – Trip Advisor-ის ქართული ანალოგი Gamarjoba განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.

როგორც ”ფორტუნას” აღნიშნული პროექტის დირექტორმა, მარიკა ჭუმბურიძემ განუცხადა, მობილური აპლიკაციით, რომელიც ინტერნეტ სივრცეში ივნისის მეორე ნახევრიდან გამოჩნდა, მიმდინარე წლის ზაფხულში ათი ათასზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა.

”აპლიკაციის ჩამომწერთა შორის ორი კატეგორია უნდა გამოვყოთ, ისინი ვინც Gamarjoba-ანდროიდის სისტემის სმატფონში ჩამოწერა და ისინი ვინც, ჩვენი აპლიკაცია IOS-ის ტიპის სმარტფონებისთვის ჩამოტვირთა. IOS-თი ჩვენი აპლიკაციის ძირითადი მომხმარებლები აშშ-დან იყვნენ და ისინი საკმაოდ აქტიურობნენ. რაც შეეხება ანდროიდ სისტემას- აქ აქტიური მომხმარებლები გვყავდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, პაკისტანიდან, ინდოეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან. არ უნდა დავივიწყოთ ადგილობრივებიც, საკმაოდ აქტიურად სარგებლობნენ Gamarjoba-თი საქართველოდანაც, თუმცა არ ვიცი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ისინი, თუ აქ ჩამოსული უცხოელი მოგზაურები”, – აღნიშნა მარიკა ჭუმბურიძემ.

მისივე თქმით, 2017 წლის ბოლომდე იგეგმება Gamarjoba-ს კიდევ უფრო განვითარება- ახალი ფუნქციებისა და ახალი ტურისტული მიმართულებების დამატება.

როგორც მარიკა ჭუმბურიძე ამბობს, აპლიკაცია Gamarjoba ევროკავშრის დაფინანსებით დამზადდა და მისი მთავარი მიზანია, საქართველოში ჩამოსულ უცხოელს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია გადაუდებელი კონტაქტებისა და აუცილებელი სერვისების შესახებ.

”ჩვენი აპლიკაცია უცხოელ ვიზიტორებზეა მორგებული და მათ აწვდის ისეთი ტიპის ინფორმაციას, როგორიცაა: სახელმწიფო სერვისები, ტრანსპორტი, სასტუმროები, გადაუდებელი დახმარება, ასევე ინფორმაცია ვიზის შესახებ (აპლიკაცია იძლევა ინფორმაციას, კონკრეტული ქვეყნიდან არის თუ არა საქართველოში ჩამოსასვლელად საჭირო ვიზა, რა ვადა დარჩა მომხმარებელს საქართველოში ყოფნისთვის ) და სხვა”, – აღნიშნა ჭუმბურიძემ.

მისივე ინფორმაციით,  აპლიკაციაში მოცემულია ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებების შესახებაც, 112-ში დარეკვა აპლიკაციიდანვე შეუძლია მომხმარებელს. აქვე არის ონლაინჩათის სერვისიც. მომხმარებელს შეუძლია მიუთითოს, რომელი ქვეყნიდან არის და თავისი თანამემამულეები მოძებნოს, რომლებსაც ასევე აქვთ გავლილი რეგისტრაცია.

ცნობისთვის,  ქართული Trip Advisor -ის Gamarjoba-ს  ჩამოწერა შესაძლებელია სრულიად უფასოდ, როგორც ანდროიდის,  ისე IOS-ის ტიპის სმარტფონებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები