LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქმეში ემატება მტკიცებულებები, რომელიც ქალბატონ ნეკას სასიკეთოდაა“ – რას აცხადებენ ადვოკატები სკანდალური სასამართლო პროცესის დაწყებამდე

910
FORTUNA.GE (11)

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი 16 ივლისს არის ჩანიშნული. შემაკავებელ ორდერს, რომელიც სპორტსმენის მიმართ იყო გამოწერილი, ვადა 21 ივნისს გაუვიდა.

ჩოგბურთელის უფლებადამცველი ირმა ჭკადუა „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ბასილაშვილს შვილის ნახვის უფლება აქვს, რადგან შემაკავებელ ორდერს ვადა გაუვიდა.

თუმცა, გამოიყენა თუ არა ბავშვის ნახვის უფლება, ამის შესახებ ადვოკატი ჩვენთან არ საუბრობს.

„ფორტუნა“ ესაუბრა ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატ ანა აბაშიძეს.

ოჯახის მხრიდან გაჟღერდა მოწოდება, რომ გაესაჯაროვებინათ ყველა მტკიცებულება, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის დანაშაულს დაამტკიცებდა. აპირებთ სასამართლო პროცესამდე ვიდეოს გასაჯაროვებას?

გასაჯაროვებას რაც შეეხება, რასაც მისი ოჯახი ამბობს, დამიჯერეთ, ეს ბავშვის ინტერესებში არ არის. ჩვენ ამ მტკიცებულებებს მოსამართლეს გადავცემთ. შეგიძლიათ იგივე შეკითხვა დაუსვათ მეორე მხარეს. თუ დარწმუნებულები არიან, რომ მართლები არიან, რატომ არ ასაჯაროვებენ ვიდეომტკიცებულებებს?

ამბობენ, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე არ აკეთებენ ამას.

მაშინ ჩვენ რატომ მოგვიწოდებენ, რომ ეს გავაკეთოთ. ანუ ეს სიმართლის დადგენას კი არ ემსახურება, არამედ უნდათ,  რომ მედიაში თავისი სიმართლე ამტკიცონ, მეტი არაფერი.

გაჩნდა საქმეში ახალი დეტალები?

საქმეში ემატება მტკიცებულებები, რომელიც ქალბატონ ნეკას სასიკეთოდაა. დაველოდოთ მოვლენებს. მე, რა თქმა უნდა, ვერ გეტყვით, რა ახალი მტკიცებულებებია.

ნიკოლოზ ბასილაშვილს შვილთან მიახლოება კვლავ ეკრძალება?

გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო და ეს არც გაუსაჩივრებია ბასილაშვილის მხარეს. ეს კი ნიშნავს, რომ პირადად თავადაც კი ეთანხმებიან ორდერების სისწორეს, რომელმაც ისაუბრა ძალადობაზე ოჯახის მხრიდან  ქალბატონ ნელიზე და მის შვილზე.
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არ გაასაჩივრეს სასამართლოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ორდერები გამოწერილი იყო საფუძვლიანად, ძალადობა ოჯახში ჩადენილია. შესაბამისად აღარ სურდათ შემდგომი წაგება და ამიტომ არ მიმართეს სააპელაციო სასამართლოს, რაც ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.
შემაკავებელ ორდერს მართალია ვადა გაუვიდა, მაგრამ ბასილაშვილს ბავშვის ნახვის უფლება მაინც არ აქვს. საქმე ძიებაშია და სოციალური მუშაკები დარწმუნებული არიან, რომ ამ შემთხვევაში შვილის რაიმე სახის კომუნიკაცია მამასთან, მისთვის საზიანო იქნება და ჩვენ ამის მომხრე არ ვიქნებით.

ადვოკატმა არ გამორიცხა, რომ თუ ვინმეს აზრად მოუვა, რომ რაიმე სამართალდარღვევა შესაძლებელია, ორდენები კვლავ გამოიწეროს.

„მე და ჩვენ ორგანიზაციას, რადგან მას ვეხმარებით, გვჯერა მისი სიმართლის, მაგრამ ჩვენ არ ვართ ის ინსტანცია, რომელიც 100%-ით რაიმეს ამბობს. სასამართლომ შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით უნდა თქვას, მოხდა თუ არა დანაშაული და თუ მოხდა, ვინ არის დამნაშავე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები