LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარაკეტო იერიშის გამო, ისრაელის ჰოსპიტალს ჩვილები და მძიმე პაციენტები დაცულ პალატებში გადაჰყავთ

219
საავადმყ

ღაზას სექტორიდან გამუდმებული სარაკეტო იერიშების ფონზე, ისრაელის ქალაქ ბერშევას ჰოსპიტალმა ჩვილებისა და მძიმე პაციენტების დაცულ პალატებში გადაყვანა დაიწყო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ისლამური ჯიჰადის“ მიერ გავრცელებული განცხადებით, დაჯგუფების ლიდერის, ტაისერ ჯაბარის მკვლელობის შემდეგ, ისრაელის წინააღმდეგ მოქმედებაზე „წითელი ხაზები“ აღარ არსებობს.

ღაზას სექტორის მოსაზღვრე ისრაელის ქალაქებში განგაშის სიგნალების ხმა ისმის, მათ შორის სდეროთში და აშკელონში.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისრაელის არმიამ სამხედრო ოპერაციისას ღაზას სექტორში რადიკალური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი მოკლა. რადიკალურმა მოძრაობა „ისლამურმა ჯიჰადმა“ კი, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა. ნასროლი რაკეტები ან ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ან საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა. ისრაელის რაიონებში განგაშის სიგნალები ჩაირთო. ამასთან, ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტებზე ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმები დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g