LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარფის საბაჟოზე დააკავეს კაცი, რომელსაც თურქეთში 1 100 ფუტკარი სხეულზე დამაგრებული ყუთებით გადაჰყავდა

47
ფუტკრებიანი კაცი სარფის საბაჟოზე

თურქეთში დააკავეს კაცი, რომელსაც საქართველოდან, სარფის გავლით ქვეყანაში 1 100 ფუტკარი სხეულზე მიმაგრებული ხის ყუთებით გადაჰყავდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, კაცმა სარფის საზღვარზე „სკანირება“ უპრობლემოდ გაიარა, თუმცა მებაჟეებმა საეჭვო ქცევის გამო შეაჩერეს და გაჩხრიკეს.

ჩხრეკის დროს გაირკვა, რომ თითო ხის ყუთში 1 დედა ფუტკარი და ცხრა მუშა ფუტკარი იყო მოთავსებული.

უცნობია რომელი ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული კაცი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები