ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე მიიჩნევს, რომ ჩვენ საზოგადოებას სიბრაზის მართვა უჭირს. ამის შესახებ მან მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ განაცხადა.

„მშობელი ბავშვს ეკითხება ბაღში ან სკოლაში რა ჭამა, მასწავლებელსაც ამას ეკითხება, თუმცა მთავარი ავიწყდება, ჰკითხოს რა ისწავლა, რა ეწყინა ან გაუხარდა მის შვილს. საკუთარ თავსაც არ ეკითხება მშობელი, რა უხარია და ცხოვრობს ასე. რომ ვკითხო რას ფიქრობს, მიპასუხებს, თუმცა რომ ვეკითხები რას გრძნობს, ამაზე პასუხი არ აქვს. მშობლებს ვურჩევ, დღეში ნახევარი საათი გამოყონ და ემოციურად მისაწვდომი გახდნენ საკუთარი შვილებისთვის.

შევხედოთ ჩვენს თავებს, სარკეში ჩავიხედოთ, დავაკვირდეთ, როცა ვლაპარაკობთ რა სახე გვაქვს და რა ტონით ვსაუბრობთ.

ჩვენი საზოგადოება როგორია იცით? საფრთხის განცდა აქვს. არაფერს უპირებ და მაინც თავდაცვით მდგომარეობაში დგას

. სანამ წაგებამოგების ენით ვსაუბრობთ, რჩევებსაც არ აქვს აზრი. საკუთარ გრძნობებში ჩავიხედოთ და ვისწავლოთ სიბრაზის მართვა…

დღეს ამერიკულ და ბრიტანულ სკოლებში შეტანილია საგნად ემოციური ინტელექტის მართვა. ცოდნის მიღებისთვის ეს აღმოჩნდა მთავარი, ასევე კარიერის გაკეთებისა და ზოგადად, ცხოვრებისთვის. ისინი ჩვენზე უარეს მდგომარეობაში იყვნენ, მაგრამ ეს პრობლემა დაინახეს, აღიარეს და მუშაობე“.

 

მსგავსი თემები