LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა

saqalaqo-770x433

ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ სარჩელი, რომლითაც ისინი სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვდნენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

როგორც გაერთიანებულ ოპოზიციაში „ძალა ერთობაშიაში“ აცხადებენ, საქმეს ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებენ.

ოპოზიციურმა გაერთიანებამ საქალაქო სასამართლოს გუშინ მიმართეს. როგორც ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის უპრეცედენტო მოსყიდვას, რაც წინასაარჩევნოდ, 600 000 მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერის დაპირებაში გამოიხატა.

პოპულალურები