LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლოს გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ “საზღვარს” – ირინა გაფრინდაშვილი

177
30

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდებით დაპატიმრებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება ე.წ სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. ფაქტს ეხმაურება ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი. როგორც ირინა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სასამართლოს გადადების მთავარი მიზეზი არის ის, რომ “ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ “საზღვარს”

ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში გაიმართა, თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ვლადიკავკაზელ ადვოკატთან ერთად ესწრებოდა. შემდეგი ე.წ. სასმართლო სხდომა მომდევნო კვირას ჩაინიშნა. დანაშაული, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ქართველ ექიმს ედავება ფულად ჯარიმას, 2 წლით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან 2 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს

“დღე 35!
ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ჩართულობისა, უამრავი დაპირებისა, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. სასამართლო გადაიდო, როგორც გვაცნობეს ერთი კვირით. გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ “საზღვარს”
ვაჟა კვლავინდებურად რჩება ცხინვალის ტყვეობაში!

ძალიან დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის!,-“წერს ირინა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/Irina.Gaprindashvili/posts/10221225147284384

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g