LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო ფილმები საახალწლო არდადეგებისთვის

241
#გამონათქვამები

დღესასწაულების აღნიშვნის შემდეგ სწორედ დასვენების და კარგი ფილმის ნახვის დროა. მნიშვნელობა არ აქვს რა ჟანრის ფილმს შეარჩევთ, მთავრია ზუსტად მოარგოთ საახალწლო განწყობას.

საუკეთესო ფილმები საახალწლო არდადეგებისთვის:

„უძინარნი სიეტლში(Sleepless in Seattle) –  კლასიკურმა რომანტიკულმა კომედიამ ტომ ჰენქსისა და მეგ რაიანის მონაწილეობით, ათასობით შყვარებულ წყვილს გადააწყვეტინა ნიუ-იორკში გამგზავრება და საკუთარ გრძნობებში Empire State Building-ის სახურავზე გამოტყდომა. სხვათა შორის, სწორედ ფილმის წყალობით მოიპოვა „ემპაიერმა“ ამერიკის ყველაზე ხშირად მონახულებადი ღირსშესანიშნაობის სტატუსი.

„როცა სალი შეხვდა ჰარის“ (When Harry Met Sally) – ნიუ-იორკის ზამთრის დეკორაციები, დახვეწილი იუმორი და ცოტა ირონიული დიალოგები, არაჩვეულებრივი მეგ რაინაი, ბილი კრისტალი და რა თქმა უნდა, საახალწლო დღსასწაული – საკმარისი აღმოჩნდა, რათა „სალის და ჰარის“ ყველა დროის საუკეთესო რომანტიკული კომედიის და ჟანრის განმსაზღვრელის ტიტული მოეპოვებინა.

„ბინა“ (The Apartment) – ფილმის მთავარი პერსონაჟი ბედ ბაქსტერი (ჯეკ ლემონის შესრულებით) საკუთარ ბინას ბოსს უთმობს, რომელიც მხიარულად ატარებს დროს საყვარელთან ერთად. სახლში დაბრუნებული ბაქსტერი სწორედ ბოსის საყვარელს პოულობს, რომელთანაც თვითონ აბამს რომანს. არაჩვეულებრივი რეტრო კომედია ტრადიციული „ბედნიერი დასასრულით“ სწორედ ახალი წლის ღამეს ემთხვევა.

„ბრიჯიტ ჯონსის დღიური“ (Bridget Jones’s Diary) – კანონიკური რომანტიკული კომედია ბრიჯიტ ჯონსზე, რომელიც დღიურში აღწერს ყველა თავის მარცხსა და წარმატებას, სწორედ ახალი წლის წვეულებაზე იწყება და სწულდება.

„ადგილების გაცვლა“ (Trading Places) – საბროკერო ფირმის მფლობელი ძმების ექსპერიმენტი, რომლებიც გამოცდილ თანამშრომლს მაწანწალა თაღლითით ცვლიან, მოულოდნელად ცუდად სრულდება თავად ძმებისთვის. კომედია ედი მერფის, დეკ ეკროიდის და ჯემი ლი კერტისის მონაწილეობით – ნამდვილი ამერიკული საახალწლო ზღაპარია,  სადაც მთავარია საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები