LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო პროდუქტი დეპრესიასთან ბრძოლისთვის

139

შემოდგომა გარდაქმნების პერიოდია. ზაფხულის რეჟიმს შეჩვეული ორგანიზმი, იძულებულია ზამთრის რეჟიმზე გადავიდეს და  ენერგიული მუშაობისთვის მოემზადოს. წელიწადის ამ პერიოდში  ადამიანებს ხშირად ეცვლებათ განწყობა, არასტაბილურია ჯანმრთელობაც. გამომდინარე აქედან, მოწყენილობა აბსოლუტურად ნორმალურია. თუმცა, თუ დეპრესია ზედმეტად დიდხანს გაგრძელდა, დროა კორექტივები შეიტანოთ საკუთარ ცხოვრებაში და უკეთესია, ცვლილებები საკუთარი რაციონით დაიწყოთ, რომელსაც მრავალფეროვნება მოაკლდა, ვიტამინების შევსება კი, აუცილებელია.   გთავაზობთ იმ ბუნებრივი ანტიდეპრესანტების ნუსხას, რომლებიც ყველაზე ეფექტურად ებრძვიან შემოდგომის ცუდ განწყობას.

* ბანანი

ტრიპტოფანი, რომელსაც ბანანი შეიცავს, ის საოცარი ნივთიერებაა, რომელიც ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონად – სეროტონინად გარდაიქმნება და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის განწყობას.

არ დაგავიწყდეთ, რომ ბანანი ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროცაა. ასე რომ, თუ აციებასთან ერთად ორგანიზმი მოდუნდა და განსაკუთრებულმა სიზარმაცემაც შემოგიტიათ, მაშინ აუცილებლად შეიტანეთ ბანანი საკუთარ რაციონში.

d5b22233463a0f3301220693316238bfca42a37f

* შავი შოკოლადი

ტკბილეულის მოყვარულებმა კარგად იციან, რამდენი სიხარული მოაქვს შოკოლადს. თუმცა, ბევრს წარმოდგენაც არ აქვს, რომ შოკოლადი ააქტიურებს გონების მუშაობას, აქრობს დეპრესიის სიმპტონმებს და ავსებს ორგანიზმს ენერგიით. თუმცა, საჭიროა ”სწორი” შოკოლადის შერჩევა. მართალია, რძიანი შოკოლადი გაგიუმჯობესებთ განწყობას, მაგრამ საკმაოდ ნეგატიურად იმოქმედებს თქვენს ფიგურაზე, ამიტომ აირჩიეთ ის შოკოლადი, რომელშიც სულ მცირე 75% მაინც იქნება ნატურალური კაკაო.

3cc83e9c6cbe581004a0d212cca65edb908346c6

* სრულმარცვლოვანი ფაფა

უცნაურია, მაგრამ დეპრესიას ყველაზე ეფექტურად სწორედ ჯანსაღი პროდუქტი ებრძვის და არა გემრიელი ”ფასტფუდი”. ნატურალური ანტიდეპრესანტების საუკეთესო მაგალითია სრულმარცვლავონი ფაფა. ხშირად უხასიათობას საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების დარღვევა იწვევს. უჯრედისით მდიდარი ფაფის  რეგულარული მიღება კი, საგრძნობლად აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ფაქიზად წმენდს ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან.

* თევზი

დაბალანსებული რაციონი წარმოუდგენელია თევზის გარეშე, რადგან ის ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების, ცილისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების, მათ შორის მინერალებისა და ვიტამინების წყაროა. თევზის მდიდარი შემადგენლობა, სხეულთან ერთად გონებასაც უნარჩუნებს ტონუსს, ეს კი, თავის მხრივ გვეხმარება თავი დავაღწიოთ განწყობის ხშირ ცვალებადობას და უმიზეზო მოწყენილობას.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ორაგულს, თინუსს და ზუთხს. აუცილებლად გაითვალისწინეთ მათი მომზადების წესიც, რათა მაქსიმალურად შეინარჩუნოთ ყველა სასარგებლო ნივთიერება.

d2eda9ffaaf1552249d3ef2f71d54c83e014beba

* ავოკადო

სუპერხილს – ავოკადოს სამკურნალო თვისებები აქვს და ძალიან სასარგებლოა. ავოკადო მდიდარია ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებით, ვიტამინებით და მინერალებით, რომლებიც საგრძნობლად ამცირებენ მავნე ქოლესტერინის შემცველობას და აძლიერებენ იმუნიტეტს.

ავოკადო შემოდგომის დეპრესისთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა. მართალია, ის მაღალი კალორიულობით გამოირჩევა, მაგრამ ორგანიზმში მოხვედრისას, ენერგიად გარდაიქმნება და არა ცხიმოვან დანალექად.

* მწვანე ბოსტნეული

მწვანე ბოსტნეულის სარგებელზე ხშირად საუბრობენ, რადგან ის В ჯგუფის ვიტამინების, უჯრედისის, ორგანული მჟავის და ანტიოქსიდანტების წყაროა. ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი, რომ მწვანე ბოსტნეულის ხშირი გამოყენება ორგანიზმის საერთო გაჯანსაღებას და განწყობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. მწვანე ბოსტნეულს შორის განსაკუთრებით სასარგებლოა კომბოსტო, ბულგარული წიწაკა, სალათი, მწვანე ლობიო და ისპანახი.

* თხილეული

თუ გსურთ იყოთ ყოველთვის მხნედ და ხალისიანად, მიირთვით თხილეული! რა თქმა უნდა, არ ღირს მისით საუზმის, სადილის და ვახშმის ჩანაცვლება, მაგრამ თუ დღეში თუნდაც ერთ მუჭა ნებისმიერ თხილს მიირთმევთ, ის აუცილებლად შეავსებს თქვენს ორგანიზმს საჭირო ვიტამინებით, მიკრო- და მაკროელემენტებით. თხილი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, В, Е და D ჯგუფის ვიტამინებთ, რაც აძლიერებს იმუნიტეტს, ააქტიურებს გონების მუშაობას, აუმჯობესებს სახის კანის, თმის და ფრჩხილების მდგომარეობას.

* ყველი

ყველს სასწაულების მოხდენა შეუძლია! მართალია, ის საკმაოდ კალორიულია, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა საკუთარი თავის განებივრება. დარწმუნებული იყავით, რომ ორი ნაჭერი ყველი საუზმეზე აბსოლუტურად არ გაწყენთ. პირიქით, კალცის და ამონომჟავების, ტირამინის და ტრიქტამინის შემცველი რძის პროდუქტი აუცილებლად შეგიქმნით კარგ განწყობას.