LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკუნის წინ გადაღებული ულამაზესი ქალების უცნობი ფოტოები

793
Untitled design

სილამაზის სტანდარტები ყველა ეპოქაში განსხვავებული იყო და ახლაც ასეა, თუმცა, არსებობენ ქალბატონები,რომელთა სილამაზის უარყოფას ვერცერთ ეპოქაში ვერავინ შეძლებდა.

წარმოგიდგენთ გასული საუკუნის ულამაზესი ქალბატონების აქამდე უცნობ ფოტოებს და შეგიძლიათ თავად განსაჯოთ.

იონე ბრაიტი (1887-1976) – ბროდვეის ამერიკელი მსახიობი

აგნეს აირისი (1898–1940) – ამერიკელი მსახიობი, მუნჯი კინოს ვარსკვლავი

ანა მეი ვონგი (1905–1961) – პირველი ჩინურ-ჰოლივუდური ფილმის ვარსკვლავი

გაბრიელ რეი (1883 –1973) – ინგლისელი მსახიობი და მოცეკვავე, მონაწილეობდა სპექტაკლებსა და მიუზიკლებში. ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ფოტოგრაფირებული ქალბატონი ისტორიაში.

დორის სტოკერი (1886 – 1968) 1900-ი=ანების მიუზიკლების და სცენის ინდური წარმოშობის ინგლისელი მსახიობი.

ვალი კნუსტი (1882 – 1927) – ინგლისის ერთ ერთი უძველესი ოჯახის წევრი, მიუზიკლების და მუნჯი კინოს მსახიობი

კაროლინა ოტერო (1868–1965) – ცნობილი როგორც “la belle”, ფრანგი მოცეკვავე და მომღერალი, რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა მრავალი ქვეყნის სამეფო ოჯახებში.

კლიო დე მეროუდი (1875 – 1966) – ფრანგი მოცეკვავე, სილამაზის დედოფალი. კლიომ Illustration magazine-ის მიერ ორგანიზებულ სილამაზის კონკურსში 1896 წელს გაიმარჯვა.

ლილი ელსი (1886–1962) – ედვარდიანული ეპოქის ინგლისელი მსახიობი და მომღერალი

ლინა კავალიერი (1874 – 1944) – ცნობილი იტალიელი საოპერო მომღერალი, რომელიც ისეთი პოპულარული იყო რომ მისი სურათის ხილვა შეგეძლოთ ყველგან, საპნის შეფუთვიდან დაწყებული, საფოსტო მარკით დამთავრებული.

მოუდ ადამსი (1872–1953) – ამერიკელი მსახიობი, რომელიც საყოველთაოდ ცნობილი გახდა… პიტერ პენის როლით. მან როლი ბროდვეის სპექტაკლში შეასრულა.

მოუდ ფეილი (1883–1971) – სცენისა და მუნჯი კინოს მსახიობი.

ლუზონელი ქალი – უცნობი ფილიპინელი ქალის ფოტო.

რიტა მარტინი (1875–1958) – ფოტოგრაფი, ფემინისტი, ქალთა თანაბარი უფლებებისათვის მებრძოლი.

ჯინ ეილვინი (1885 – 1964) – ედვარდიანული ეპოქის ინგლისელი კომიკოსი მსახიობი.

მარი ედინბურგელი (1875 –1938) – რუმინეთის უკანასკნელი დედოფალი

პოპულალურები