“რაზდახანში საზღვარი დაიხურება მანამ, სანამ არ მოხდება სოფელ უისტას (წნელისი) მიდამოში უკანონო საგუშაგოს მოხსნა” – ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბაბილოვმა, რუს “მესაზღვრეებთან” შეხვედრისას განაცხადა.
ბაბილოვმა არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
“თუ ჩვენ გვაქვს პრობლემები ზნაურის რაიონში, მაშინ ეს პრობლემები ყველა რაიონს ეხება. არ შეიძლება იყოს ისე, რომ სახელმწიფოს ერთ ნაწილში პრობლემები არსებობდეს, ხოლო მეორეს ნეიტრალური პოზიცია ეჭიროს. თუ თქვენ იცავთ სამხრეთ ოსეთის ინტერესებს, ებრძოლეთ პროვოკაციებსა და გამოწვევებს. ყველამ, ვინც თავს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქედ თვლის, ეს უნდა გააკეთოს ერთად”б – აცხადებს ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი.