LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სენაკში, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრმატული თეატრის სცენაზე ქართული სიმღერის კონცერტი გაიმართება

1094
ქართული-სიმღერა-რეგიონებს

20 ნოემბერს  ქ. სენაკში, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრმატული თეატრის სცენაზე ქართული სიმღერის კონცერტი გაიმართება

„ქართული სიმღერა რეგიონებს“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მიერ გამოცხადებული კონკურსის „ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში“ ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია  და მასში მონაწილეობენ მომღერლები აჩიკო ნიჟარაძე, ნათია პერანიძე, ნეკა სებისკვერაძე და დავით ნოზაძე, პიანისტები ნინო გულიაშვილი და მარიკა ოსიტაშვილი, კონცერტის წამყვანი კი გახლავთ ნიკოლოზ წულუკიძე.

კონცერტში შესრულდება ქართველი კლასიკოსი და თანამედროვე კომპოზიტორების მუსიკა, ცნობილი სიმღერები, რომლებმაც დროს გაუძლო.

გამარჯვებული პროექტის ფარგლებში 3 კონცერტი განხორციელდა საქართველოს  სხვადასხვა რეგიონებში, სენაკში კი მუსიკოსები პროექტის საფინალო კონცერტს წარმოადგენენ.

არ გამოტოვოთ 20  ნოემბერს 19:00 საათზე კონცერტი „ქართლი სიმღერა რეგიონებს“

დასწრება თავისუფალია!