LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი აუტისტი ბიჭი – 50 წლის მამაკაცმა დანაშაული აღიარა

shutterstock_565499344

აუტისტური სპექტრის მქონე 13 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობის საქმეში სოციალური მუშაკი ჩაერთო. სურვილის შემთხვევაში, მოზარდს ფსიქოლოგებიც გაუწევენ დახმარებას. სოციალური დაცვის დეპარტამენტში ამბობენ, რომ 13 წლის ბავშვი ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს. ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვზე მეზობელმა სექსუალურად იძალადა. 50 წლის კაცი უკვე დაკავებულია. ის დანაშაულს აღიარებს.

ირკვევა, რომ დაშინების მიუხედავად, ბიჭმა მომხდარის შესახებ დედას უამბო. მან ერთ-ერთ ცენტრს მიმართა, სადაც უთხრეს, რომ პერსონალური ასისტენტის ხარჯებს ვაუჩერი ვერ დაფარავდა. ეს პასუხი მოულოდნელი აღმოჩნდა ჯანდაცვის სამინისტროსთვის. ფაქტზე მოკვლევა უკვე დაწყებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები