რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ 11 მარტის შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
რუსული გამოცემა Агентство წერს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი საინფორმაციო გამოშვებებში ბოლოს 11 მარტს გამოჩნდა, როცა სამინისტრო იუწყებოდა შოიგუს და თურქეთის თავდაცვის მინისტრის სატელეფონო საუბრის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს გაავრცელა ვიდეოც, რომლის თანახმად, შოიგუ ერთ-ერთ ჰოსპიტალში აჯილდოებს „უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილე რუს სამხედროებს.
შოიგუს გაუჩინარებაზე უკრაინულ Telegram არხებში გაამახვილეს ყურადღება.
ვრცელდება ინფორმაციაც, რომ მინისტრს გულის პრობლემები აქვს.
18 მარტს, კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი პუტინი შეხვდა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს, მათ შორის შოიგუს, თუმცა, შესაბამისი ვიდეო, ან ფოტომასალა არ გამოუქვეყნებია.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში