დომენიკ მანგო, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, სოციალურ ქსელში მის შესახებ ატეხილ დავას გმირია თუ არა, ეხმაურება.
დომენიკ მანგო წერს, რომ გმირობა უბრალოდ არ უნდა და ჯობია ამ თემაზე ადამიანებმა უბრალოდ აღარ იკამათონ.
„ხალხო, საქართველოში წეწვა-გლეჯვა მიდის თემაზე გმირი ვარ, თუ არა. ბესო ჩუბინიძე გურამ არუთინაშვილთან იპუტავს ყველაფერს დაამშვიდეთ ვინმემ ეს კაცი, თორემ მართლა გმირულად დაეცემა ლიდერ ტვ-ს ეთერში. გადაფიჩინდა უკვე.
მოკლედ სერიოზულ შარში ვარ, ბესო და რუსეთი გადავიკიდე. რუსეთი კიდევ რა მოსატანია, მტერ ბესოს რა გაუძლებს. არ მინდა ეს გმირობა, რას გადამეკიდა ეს კაცი?“. – წერს დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში.
„ჩემი მისია დასრულებულია უკრაინაში“ – რატომ ბრუნდება საქართველოში დომენიკ მანგო