LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი მისია დასრულებულია უკრაინაში“ – რატომ ბრუნდება საქართველოში დომენიკ მანგო

4445
FORTUNA.GE (7)

რუსეთ-უკრაინის ომში მოხალისედ წასული ქართველი ბლოგერი დომენიკ მანგო წერს, რომ მისი მისია დასრულებულია.

მიზეზებს სოციალურ ქსელში განმარტავს:

„ჩემი მისია დასრულებულია უკრაინაში. მიზეზი იმისა, თუ რატომ გადამეკიდა რუსული მედია (და შესაბამისად გავხდი რუსეთის ინტერესის მიზანი), ის არის, რომ ასამდე დიდი გამოცდილების მქონე ქართველი ჩამოვიყვანე უკრაინაში. ეს ქართველები ძალიან დიდ წარმატებას აღწევენ ქართულ ლეგიონთან ერთად. ძალიან ამაყი ვარ, რომ ომის დაწყების მესამე დღიდან უკვე გზაში ვიყავით და ჩვენ ერთერთი პირველი ვართ საქართველოდან, ვინც უკრაინაში ჩამოვედით.

ასევე ათობით უკრაინელი დევნილი გავარიდე იმ დამქანცველ შეყოვნების პუნქტს და ამ აქტივობის გაგრძელებას კიდევ ვაპირებ. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ ამ საქმის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ახლა კიდევ ერთი პატარა მტერი ავიკიდე, რუსეთი.

მალე დავბრუნდები საქართველოში, მანამდე ფილტვები და ბრონქები უნდა ვიმკურნალო, ჯანმრთელობა შემერყა ცოტა.

ეს ბიჭები ჩემი ძმები და მამები არიან! მალე დამთავრდება ეს ომი და ისინი გამარჯვებულები დაბრუნდებიან.
მიყვარხართ“. – წერს დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში და უკრაინაში მოხალისეებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ამავე თემაზე: 

დომენიკ მანგო: „ქართველი მეომარი ბიჭები ჩამოვიდნენ… დატოვებული ჰყავთ შვილები და სხვის შვილებს ეთამაშებიან…“

“სასწრაფოდ გავარიდოთ ბავშვები და ქალები ტირანს, ვისაც სურვილი გაქვთ უმასპინძლოთ უკრაინულ ოჯახებს, დაგვიკავშირდით…” – დომენიკ მანგო მოქალაქეებს მიმართავს

დათო აბზიანიძე: „არც ერთი არ მეხატება გულზე, მაგრამ დომენიკ მანგომ, ოქრუაშვილმა და ელისაშვილმაც კომფორტში ჯდომას ამჯობინეს სასიკვდილო რისკზე წასვლა…“

დედაჩემის გვერდით უნდა იყოს ჩემი საფლავი.. სულ ეს არის ჩემი დანაბარები: დომენიკ მანგო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g