LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უკრაინაში სატანისტების ლიდერი კუკური ბარამიძე ჩავიდა..” – როგორც ეხმაურება დომენიკ მანგო რუსული ტელეარხის მიერ მისთვის მიძღვნილ სიუჟეტს

393
ეწ

რუსეთ-უკრაინის ომში მოხალისედ წასული ქართველი ბლოგერი დომენიკ მანგო ხშირად აქვეყნებს პოსტებს იმ ვითარების შესახებ, რაც ახლა უკრაინაშია.

ამჯერად, დომენიკ მანგო რუსულ ტელეარხზე მასზე მომზადებული სიუჟეტის ამონარიდს უზიარებს საზოგადოებას.

როგორც ჩანს, კრემლის პროპაგანდისტულმა მედიამ უკრაინაში ქართველი მოხალისეების ჩასვლა ისეთ სტილში გააშუქა, როგორიც მათ სჩვევიათ.

რუსული მედია ამბობს, რომ დომენიკ მანგო, იგივე კუკური ბარამიძე საქართველოში სატანისტების ლიდერია, თავად მანგო კი წერს, რომ თუ რუსები ამგვარად აალაპარაკე, ე.ი. “რაღაცისთვის მიგიღწევია”.

“უკრაინაში სატანისტების ლიდერი კუკური ბარამიძე ჩავიდა” – ესენი თუ შენზე აალაპარაკე, ე.ი უკვე რაღაცას მიგიღწევია. ე.ი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადამიდგამს და რუსეთიც შემიწუხებია”, – წერს დომენიკ მანგო.

დომენიკ მანგო: „ქართველი მეომარი ბიჭები ჩამოვიდნენ… დატოვებული ჰყავთ შვილები და სხვის შვილებს ეთამაშებიან…“

“სასწრაფოდ გავარიდოთ ბავშვები და ქალები ტირანს, ვისაც სურვილი გაქვთ უმასპინძლოთ უკრაინულ ოჯახებს, დაგვიკავშირდით…” – დომენიკ მანგო მოქალაქეებს მიმართავს

დათო აბზიანიძე: „არც ერთი არ მეხატება გულზე, მაგრამ დომენიკ მანგომ, ოქრუაშვილმა და ელისაშვილმაც კომფორტში ჯდომას ამჯობინეს სასიკვდილო რისკზე წასვლა…“

დედაჩემის გვერდით უნდა იყოს ჩემი საფლავი.. სულ ეს არის ჩემი დანაბარები: დომენიკ მანგო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g